დაჭერით ბადრიჯანი მოგრძო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გააჩერეთ 10 წუთი. ბულგარული დაჭერით ჩხირებად, ხოლო ხახვი, ნიორი და წიწაკა ჩილი კუბიკებად. ბადრიჯნის გარდა ყველა ბოსტნეული შეწვით 5 წუთის განმავლობაში ზეითუნის ზეთში. შემდეგ დაუმატეთ სოიოს სოუსი, ჯანჯაფილი და ტომატპასტა. აურიეთ. ჭიქაში ცოტაოდენ წყალში გახსენით 1 ს/კ სახამებელი და დაუმატეთ შემწვარ ბოსტნეულს. დაუმატეთ 2 ს/კ ქუნჯუთის ზეთი და თუშეთ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 1 კვერცხის ცილა, 1 ს/კ სახამებელი და 70 მლ წყალი. გაწურეთ კარგად ბადრიჯანი და მოათავსეთ კვერცხის ცილისა და სახამებლის მასაში. შემდეგ ამოიღეთ ბადრიჯანი და შეწვით ზეითუნის ზეთში. შემწვარი ბადრიჯანი და დანარჩენი მომზადებული მასა აურიეთ ერთმანეთში, 2 წუთი მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე და გადმოდგით ქურიდან. გემრიელად მიირთვით!