გაჭერით ბაგეტი 3 თანაბარ ნაწილად. ხოლო თითოეული ნაწილი კიდევ გაჭერით შუაზე, განივად. მიღებული ნაჭრები გახუხეთ ტოსტერში. წაუსვით გახუხულ პურის ნაჭრებს გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ნიორი და პომიდვრის გაჭრილი ნაჭერი. დარჩენილი პომიდვრები დაჭერით თხელ წრეებად და დაალაგეთ ტოსტის პურებზე. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შემდეგ დაალაგეთ პურის თითოელ ნაჭერზე ლორის თითო ფირფიტა, მოასხით ზეითუნის ზეთი და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!