ქვაბში ჩაყარეთ 400 გ მაყვალი, დაუმატეთ 50 გ შაქრის პუდრა და 50 მლ წყალი. დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, ხოლო შემდეგ ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, თან შეუჩერებლად ურიეთ. მოხარშული მასა გაატარეთ საცერში, რათა მოცილდეს კენკრას წიბწები. გააგრილეთ პიურე. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმაზე (23X33 სმ-ზე) დააფინეთ პერგამენტი ისე, რომ კიდეები 5 სმ-ით ზემოთ გადმოვიდეს. მოამზადეთ მერენგი: ათქვიფეთ მიქსერით 3 კვერცხის ცილა, ნელ-ნელა დაუმატეთ 175 გ შაქრის პუდრა. დაუმატეთ ძმარი და 100 გ ფქვილი. აურიეთ და ფაქიზად გაანაწილეთ მომზადებულ გამოსაცხობ ფორმაზე. თანაბრად გაანაწილეთ მერენგაზე მაყვლის პიურე, მოათავსეთ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ არ ამოვა. შემდეგ გააჩერეთ 10 წუთი. ამოსული მერენგა ამასობაში დაიწევს, არ შეგეშინდეთ. გადაიტანეთ გამომცხვარი მერენგა ახალ პერგამენტზე და შეუდექით კრემის გაკეთებას. ათქვიფეთ ნაღები, შაქრის პუდრა და ვანილი ჰაეროვანი, სქელი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ კრემი მერენგაზე და თანაბრად გაანაწილეთ. კრემზე გაანაწილეთ ორნავ დაჭყლეტილი დარჩენილი მაყვალი. პერგამენტის ქაღალდის კიდეები ოდნავ ამოწიეთ და ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად. გადაიტანეთ რულეტი ღია კიდით დაბლა. პერგამენტი მოაცალეთ. სუფრასთან მიიტანეთ დარჩენილ მაყვლის პიურესთან ერთად. გემრიელად მიირთვით!