ვერმიშელის მობრაწულა ხორცით
ვერმიშელის მობრაწულა ხორცით
დრო 45წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები

მოხარშეთ ვერმიშელი მარილწყალში, შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. შემდეგ გადაწურეთ.

არ გადაავლოთ ცივი წყალი, უბრალოდ, რომ არ შეწებდეს, მაშინვე დაუმატეთ ზეთი და აურიეთ.

მოხარშული ხორცი გაატარეთ წვრილ ბადეზე.

ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ გატარებული ხორცი, აურიეთ და 2 წუთი კიდევ თუშეთ.

შემდეგ დაუმატეთ ვერმიშელი და აურიეთ. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ჩანგლით კვერცხი და რძე ერთად, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი. მოასხით ვერმიშელისა და ხორცის მასას.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი საფანელი.

გადაიტანეთ ვერმიშელის მასა ფორმაში, გაანაწილეთ თანაბრად. სურვილისამებრ, შეგიძლიათ თავზე წაუსვათ არაჟანი ან ათქვეფილი კვერცხი. 

აცხვეთ 170-180 გრადუსზე იქამდე, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 3663