მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში გაფცქვნილი ნივრის კბილები, დაუმატეთ 4-5 ს/კ ზეითუნის ზეთი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. გადაიტანეთ ნივრის პიურე მინის ქილაში და ზემოდან მოასხით ზეითუნის ზეთი ისე, რომ ზედაპირი მთლიანად დაფაროს. შეინახეთ მაცივარში 4 კვირის განმავლობაში.