მოცხარი გავარჩიოთ, წვრილ საცერზე გავხეხოთ და ავწონოთ, გამოვა დაახლოებით 600-700 გ მასა, რომელსაც უნდა დავუმატოთ ამდენივე შაქარი და საშუალო ცეცხლზე დავდგათ. თან ვურიოთ, რომ არ მიიწვას. როცა შაქარი გადნება, ცეცხლს დავუწიოთ და 15 20 წუთი ვადუღოთ, შემდეგ ჩავასხათ ქილებში. მასა თავიდან თხელია, როცა გაცივდება შესქელდება. ჯემის კონსისტენცია შეგვიძლია ასე გავსინჯოთ: ამოვიღოთ ლამბაქზე და მაცივარში შევდოთ, თუ შესქელდა, ესე იგი, მზად არის.