ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ ჩხირებად. მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ამოვავლოთ ჯერ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, საფანელში და გახეხილ ყველში. შევწვათ კარაქში. გემრიელად მიირთვით!