წმინდად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთში. ჯამში მოათავსეთ ფარში, 1 კვერცხი, მოხრაკული ხახვი, წყალში დამბალი და გაწურული პური, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ ხელით. აუცილებელია თუ არა ხახვის მოხრაკვა? არა, ეს გემოვნების ამბავია. ამბობენ, რომ უმი ხახვით კატლეტები უფრო წვნიანი გამოდისო. ჩვენც ვეთანხმებით ამ მოსაზრებას. გააკეთეთ მიღებული ფარშისგან კატლეტები და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე. გაუკეთე თითოეულ კატლეტს პატარა ჩაღრმავება და ფრთხილად ჩაახალე მასში თითო კვერცხი. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი. აცხვეთ კატლეტები 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. თუ არ გიყვართ თოხლო კვერცხი, უფრო დიდხანს გააჩერეთ კატლეტები ღუმელში. გემრიელად მიირთვით!