დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად, კარტოფილი პატარაკუბიკებად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად. ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად და შეწვით ზეთში საშუალო ცეცხლზე, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და ხრაკეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ კარტოფილი, მარილი, პილპილი და რძე. დააფარეთ თავსახურით და თუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ქორფა მწვანილი. გემრიელად მიირთვით!