გაფცქვენით კიტრი და დაჭერით 2 ცალი პატარა ნაჭრებად. ჩაყარეთ ცალკე ჯამში. ხოლო დანარჩენი 5 კიტრი დაჭერით მოზრდილ კუბიკებად. გაფცქვენით ხახვი დაჭერით წმინდად და დაუმატეთ წვრილად დაჭრილ კიტრს. ბლენდერის ჭიქაში ჩაყარეთ მსხვილ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, ნიორი, კამა, ოხრახუში, ტარხუნა, ლიმონის წვენი, არაჟანი 20 %-იანი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი. დააბლენდერეთ ყველაფერი პიურეს მასის მიღებამდე. მოათავსეთ ათქვეფილი მასა მაცივარში 2 საათით. შემდეგ გაანაწილეთ თეფშებზე, მოაყარეთ წმიდნად დაჭრილი კიტრი და ხახვი, მოასხით რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, ფრთხილად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.