ჯამში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ შაქარი და კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ> პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი, გადმოდგით და შეურიეთ რძე, შემდეგ კი კვერცხი. კარგად აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ რძისა და კარაქის მასას ფქვილის მშრალი მასა და მოზილეთ ცომი. გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე ტაფა, წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და კოვზით გაანაწილეთ მასზე ცომი... შეწვით ფანქეიქები ორივე მხრიდან 30-40 წამის განმავლობაში.