აიღეთ მოზრდილი ქამა სოკო, მოაცალეთ ფეხები. ქუდები დაალაგეთ პეგამენდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე, მოასხით 1 ს/კ ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. ამასობაში მოამზადეთ გულსართი. მოხარშეთ ოსპი, დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ცოტაოდენ ზეთში. ბლენდერის ჭიქაში მოათავსთ ოსპი, მოხრაკული ხახვი, მარილი, კარაქი, პაპრიკა და პილპილი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ოსპის პიურე ჩადეთ საკონდიდტრო შპრიცში და ამოავსეთ შემწვარი სოკოს ქუდები. მოაყარეთ პაპრიკა ან კურკუმა. გემრიელად მიირთვით!