სქელძირიან ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი ხარშეთ 10 წუთი. ვაშლი გარეცხეთ და გაფცქვენით, ამოაჭერით გულები. გახეხეთ და ნელნელა დაასხით ადუღებული სიროფი, თან ურიეთ. დადგით კვლავ საშუალო ცეცხლზე, მიიყვენეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ დაახლოებით 35-40 წუთი, სანამ არ გასქელდება. პერიოდულად ურიეთ. ჯემის მზაობა შეამოწმეთ ტრადიციული მეთოდით: დააწვეთეთ სიროფი თეფშზე, თუკი ის არ გაიშალა, ჯემი მზად არის. ხარშვის სასრულებისას დაუმატეთ ჯემს ლიმონმჟავა და ვანილი, კარგად აურიეთ და ცხელ-ცხელი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. მოხუფეთ და დააყირავეთ. შეფუთეთ ადიელაში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. გემრიელ ჩაისსმას გისურვებთ!