შოკოლადის ნამცვრები ცხობის გარეშე
შოკოლადის ნამცვრები ცხობის გარეშე
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 200 გ
  • კაკაო - 50 გ
  • რძე - 50 მლ
  • კარაქი - 50 გ
  • არაქისის კარაქი - 50 გ
  • მსხვილი შვრია - 140 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
შევურიოთ ერთმანეთს კაკაო, შაქარი, რძე და კარაქი, დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ და თან განუწყვეტლივ ვურიოთ. 2 წუთის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ, ჩავამატოთ ვანილი, არაქისის კარაქი, კარგად ავურიოთ და დავამატოთ შვრია. 

მიღებული ცომისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმის ნამცხვრები და გადავიტანოთ ქაღალდზე. ვაცადოთ გაცივება და გამაგრება