კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი, სოდა ძმრით და ფქვილი. მიღებული ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ ფორმაში და ზემოდან დავაწყოთ ქლიავები. შტრეიზელის ფქვილი და კარაქი ავურიოთ, სანამ ფხვიერ მასას მივიღებთ, შევურიოთ კარაქი და მოვაყაროთ ქლიავებს. ნამცხვარი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.