ბრინჯი გავრეცხოთ. სქელძირიან ქვაბში გავადნოთ ერბო, დავუმატოთ ბრინჯი და მოვშუშოთ. როდესაც ბრინჯი ოდნავ ფერს შეიცვლის, დავასხათ მდუღარე წყალი, შევაზავოთ ცოტა მარილით და ცეცხლს დავუწიოთ. ქვაბს დავახუროთ სახურავი და როდესაც ადუღდება, 15 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე, შემდეგ შევფუთოთ ტილოში. 15 წუთის შემდეგ ფლავი ამოვიღოთ და მოვასხათ ატმის მურაბა.