მაწონში ან კეფირში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ 2 ჭიქა გაცრილი ფქვილი და სოდა ერთად არეული. მოზილეთ ცომი. პროცესში დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი. უნდა მიიღოთ რბილი და ელასტიკური ცომი. მოათავსეთ ცომი ღრმა ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო. გააჩერეთ. გულსართისთვის, გახეხეთ ყველი და დაუმატეთ ერთი კვერცხი. გააკეთეთ ცომისგან ძეხვის მოგრძო ფორმა, გაყავით ორ ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ. მოათავსეთ თითოეული გაბრტყელებული ცომის გულში გახეხილი ყველი და მოუკარით კიდეები. შემდეგ გააბრტყელეთ ფრთხილად და შეწვით გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან. ცხიმი არ უნდა. გამომცხვარ გაჭაპურს გადაუსვით კარაქი, რათა ჩარბილდეს.