მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ თბილი წყალი, თან ვზილოთ. შევკრათ გუნდა, გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და დავდგათ ამოსასვლელად. კარგად აფუებული ცომი გავყოთ 2 ტოლ ნაწილად, ამოვაგუნდაოთ და ისევ ვაცადოთ ამოსვლა. ტაფაზე მოვშუშოთ ფქვილი, ოდნავ რომ გაყავისფრდება, დავუმატოთ შაქარი და კარაქი. მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე იქამდე, სანამ მასა შეიკვრება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავყოთ 2 ტოლ ნაწილად. გავაბრტყელოთ ცომი, ჩავდოთ გულსართი და მოვუკრათ პირი. ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30 წთ.