ხორცი დანით ძალიან წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, სანელებლები, ზეთი და ხელით 20-25 წუთი ვზილოთ. ცომი გავყოთ სამად და თხლად გავაბრტყელოთ, თითოეულში ჩავდოთ გულსართი და სასურველი ფორმით შევკრათ, ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.