ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი, აურიეთ. ცალკე ჯამში შეურიეთ კეფირი, კვერცხი და გამდნარი კარაქი. მიღებულ მასა დაუმატეთ ფქვილის მასა და აურიეთ. გახურებულ ტაფას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და დაასხით კოვზით ცომი. შეწვით ფანქეიქები ორივე მხრიდან. ამასობაში მოამზადეთ სოუსი: კარამელის კანფეტები ჩყარეთ პატარ ქვაბში და დაასხით ნაღები. დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ კანფეტები არ გადნება. სოუსი ოდნავ უნდა გასქელდეს. მზა სოუსი მოასხით გამომცხვარ ფანქეიქებს. გემრიელად მიირთვით!