გახეხეთ წვრილად სტაფილო. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე, დაუმატეთ დაფქული შვრიის ფანტელი, გახეხილი სტაფილო და თაფლი. ასევე ქოქოსის ფანტელი. აურიეთ კარგად. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით ცომის ნახევარი. აცხვეთ 20 წუთი 200 გრადუსზე. შემდეგ გადააბრუნეთ ბისკვიტი მეორე მხარეს და აცხვეთ კიდევ 5 წუთი. ასევე მოიქეცით დარჩენილი ცომით. კრემისთვის: რძესთან ერთად ათქვიფეთ კვერცხის გული და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ თაფლი, აურიეთ და გააგრილეთ. შემდეგ კი ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ხაჭო და კვლავ კარგად ათქვიფეთ. გამომცხვარ და გაცივებულ ბისკვიტებს წაუსვით კრემი და ააწყვეთ ტორტი. ტორტის ზედა ფენა მორთეთ პიტნის ფოთლებით. შედგით ტორტი მთელი ღამით მაცივარში. გემრიელად მიირთვით ჩაისთან და ყავასთან ერთად!