ფარშს დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები და ნოტიო ხელებით გავაკეთოთ კაკლისოდენა ბურთულები. დავალაგოთ ცხელ, უცხიმო ტაფაზე, შევწვათ საშუალო ცეცხლზე. მოვამზადოთ სოუსი: ქვაბში ჩავასხათ წყლის ნახევარი, შაქარი, სოიის სოუსი და ზეთი. როცა ადუღდება, დავუმატოთ ჯანჯაფილი. დარჩენილ წყალში გავხსნათ სახამებელი და ჩავუმატოთ სოუსში. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე სანამ შესქელდება. ჩავუმატოთ ძმარიც. სოუსი მოვასხათ ხორცის ბურთულებს და ორიოდე წუთი კიდევ დავტოვოთ ცეცხლზე. გარნირად უხდება მოხარშული ბრინჯი.