საფუარი გავქნათ თბილ წყალში, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად. როცა აფუვდება, ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ და გადავაფაროთ ტილო. აფუებული ცომი 2-3 თხელ ფირფიტად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ზეთისა და ტომატპასტის ნარევი, დავაწყოთ პამიდვრისა და ბეკონის ნაჭრები, დავაყაროთ გახეხილი ყველი, ქონდარი და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა პიცა სუფრაზე ზეთისხილის, ბაზილიკის ფოთლებისა და პამიდორი ჩერის თანხლებით მივიტანოთ.