პიცა ლორით და ყველით
+ N/A
პიცა ლორით და ყველით
დრო 60წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • ფქვილი - 250 გ
  • საფუარი - 2 ჩ/კ
  • თბილი წყალი - 100 მლ
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • შაქარი - 0,5 ჩ/კ
  • ზეთი - 1,5 ს/კ
ტოპინგი:
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
  • ტომატპასტა - 2 ს/კ
  • მოცარელა ან სულგუნი - 150 გ
  • ლორი - 100 გ
  • პამიდორი - 3 ცალი, თხლად დაჭრილი
  • ზეთისხილი, უკურკო - 0,5 ჭიქა
  • ბაზილიკი - მოსართავად
  • პარმეზანი - მოსართავად
  • ჩერი პომიდორი - მოსართავად
მომზადების წესები

საფუარი გავქნათ თბილ წყალში, დავუმატოთ შაქარი, მარილი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი, გადავაფაროთ ტილო და დავდგათ
ასაფუებლად. როცა აფუვდება, ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ და გადავაფაროთ ტილო.
აფუებული ცომი 2-3 თხელ ფირფიტად გავაბრტყელოთ, წავუსვათ ზეთისა და ტომატპასტის ნარევი, დავაწყოთ პამიდვრისა
და ბეკონის ნაჭრები, დავაყაროთ გახეხილი ყველი, ქონდარი და 220 გრადუსზე გამოვაცხოთ.
მზა პიცა სუფრაზე ზეთისხილის, ბაზილიკის ფოთლებისა და პამიდორი ჩერის თანხლებით მივიტანოთ.