ატმები შუაზე გავყოთ და ამოვაცალოთ კურკა. ნიგოზი, შაქარი და თაფლი ავურიოთ, ჩავდოთ ატმებში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ დაიბრაწება. სუფრაზე გატანის წინ დესერტი მოვრთოთ გათქვეფილი ნაღებით და კაკაოთი. ასევე ძალიან უხდება გამდნარი შოკოლადი.