დრო
120წთ
ულუფა
6
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ცომისთვის
- ფქვილი - 500 გ
- საფუარი - 6-8 გ
- წყალი - 300 მლ
- ზეითუნის ზეთი - 2-3 ს.კ
- მარილი - 1/3 ჩ.კ
- გულსართისთვის
- ხაჭო ან ნადუღი - 6 ს.კ
- შაქრის პუდრა - 1 ს.კ
- თხევადი თაფლი - გემოვნებით
- სასურველი ხილი (ატამი, მარწყვი, კივი, გარგარი, კენკრა...)
მომზადების წესები
ფქვილით, წყლით, მარილით, საფუარით და ზეთით მოვზილოთ ცომი. ვაცალოთ ამოფუება და გადავიტანოთ სამუშაო დაფაზე. ამ ცომით მომზადდება 1 დიდი ან 2 საშუალო ზომის პიცა.
ავთქვიფოთ ხაჭო და შაქრის პუდრა.
გავაბრტყელოთ ცომი და წავუსვათ ხაჭო. ზემოდან დავალაგოთ დაჭრილი ხილი, მოვასხათ თაფლი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20 წთ