ზეთისხილი დავჭრათ. პამიდორს გავაცალოთ კანი და ბლენდერით ავთქვიფოთ წიწაკასა და ნიორთან ერთად, შევანელოთ მარილით. პასტა მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში შეფუთვაზე მითითებული წესით, შევურიოთ ზეითუნის ზეთი და ზეთისხილი, ზემოდან მოვასხათ პამიდვრის სოუსი და მოვაყაროთ ყველი. კერძი მოვრთოთ რეჰანის ფოთლებით.