მწვანე ლობიო გავრეცხოთ, დავტეხოთ და ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ 2 ჭიქა წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა ადუღდება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პიტნა, და ნახევარი ქინძი. ლობიოს ხანდახან ამოვურიოთ, თუ წყალი დაშრა, ცოტა დავუმატოთ. როცა ლობიო კარგად მოიხარშება და წყალი ბოლომდე დაშრება, ხის კოვზით ჩავკეპოთ, დავუმატოთ კარაქი და 5 წუთი ვშუშოთ, შემდეგ დავაყაროთ დარჩენილი ქინძი, მარილი, წიწაკა და მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი. ლობიო ვშუშოთ რამდენიმე წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ასე მომზადებულ ლობიოს ძალიან უხდება გაწურული მაწონი ან არაჟანი.