სტაფილო წვრილად გავხეხოთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ 1-2 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ სტაფილო, მარილი, პილპილი და ერთად მოვშუშოთ, შემდეგ შევურიოთ ქინძი. კვერცხები შუაზე გავჭრათ, ამოვაცალოთ გული და სტაფილოს მასაში ავურიოთ. გულსართისგან მოვამზადოთ გუნდები და ჩავდოთ გულამოცლილ კვერცხებში.