გოგრის ფაფუკი კექსი
დრო 60წთ
ულუფა 14
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 ჭიქა
  • ზეთი - 1 1/4 ჭიქა
  • ვანილი - 1 ჩ/კ
  • მოხარშული გოგრა - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • სოდა - 3 ს/კ
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • დარიჩინი - 2 ჩ/კ
  • ნიგოზი, დაჭრილი - 1 ჭიქა
მომზადების წესები

წინასწარ მოხარშეთ გოგრა ორთქლზე.
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. შემდეგ დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, სოდა, მარილი და დარიჩინი. გადადეთ ცოტა ხნით გვერდით. 

დიდ ჯამში შეურიეთ ერთმანეთში შაქარი და ზეთი. მათთან ერთად დააბლენდერეთ ვანილი და გოგრა, შემდეგ შეურიეთ სათითაოდ კვერცხი. ამას დაუმატეთ წინასწარ მომზადებული ფქვილის მშრალი მასა. 

აცხვეთ 30 წუთი. მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.

ტეგები:
კექსი ნიგოზი გოგრა ნანახია: 1422