ნახევარ რძეში გახსენით სახამებელი. დარჩენილი რძე აადუღეთ, შემდეგ კი წვრილ ნაკადად ჩაუშვით სახამებლიანი რძე, თან სწრაფი მოძრაობით ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატთ შაქარი, ურიეთ და დაუმატეთ დაჭრილი ან დაფქული ნიგოზი. მოხრაკეთ იქამდე, სანამ მასა არ გახდება მუქი ყავისფერი. დაუმატეთ რძის მასა, მოურიეთ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება, დააფარეთ ტაფას ჩაისტილოში გახვეული თავსახური (რათა მაქსიმალურად ჰერმეტულად იყოს დახურული ჭურჭული). თუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 25-20 წუთის განმავლობაში. შემეგ კიდევ ერთხელ აურიეთ და გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე. მიეცით სასურველი ფორმა და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაცივებლად. გემრიელად მიირთვით!