ფრანგული ცომი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ყველაზე გემრიელი, დახვეწილი და არომატული - ფრანგული ფუნთუშებია. აბა, დაფიქრდით, რა გახსენდებათ პირველ რიგში, როცა პურ-ფუნთუშეულზე ფიქრობთ? რა თქმა უნდა ხრაშუნა ბაგეტი და ფუმფულა კრუასანები. ფიქრობთ, რომ თავად ამ გემრიელობებს ვერ გააკეთებთ? ცდებით.
ცომით, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, უგემრიელესი ფუნთუშები გამოგივათ. დაგიტოვებთ პატარა მინიშნებას: იდეალური გამოვა ამ ცომით ფუნთუშები ჯემის გულით, ან ხაჭო ქიშმიშთან ერთად, ცოცხალი კენკრა ან შოკოლადის მუსით.

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ჭიქა
  • მშრალი საფუარი - 11 გ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • მარგარინი - 200 გ
მომზადების წესები

ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ საფუარი და 1,5 ს/კ შაქარი. აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთი.
როცა რძის მასის ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, დაუმატეთ მარგარინი, ფქვილი და დარჩენილი შაქარი. მოზილეთ ცომი. იდეალური ცომი არც ხელზე უნდა გეკროდეთ და არც ძალიან მაგარი გამოგივიდეთ. 
გადაიტანეთ ცომი სუფთა, ფქვილმოყრილ ჯამში, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააჩერეთ 20 წუთი. 20 წუთში კვლავ ჩაზილეთ ცომი და ისევ გააჩერეთ 10 წუთი. 
ცომი მზად არის! 
ცომისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ფუნთუშები ან მოამზადოთ ღვეზელი გულსართით. შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ტაფაზე ასევე ღუმელში. თუ ტკბილ ღვეზელებს ან ფუნთუშას აცობთ, დაუმატეთ ცომში დარიჩინი, მეტი შაქარი, ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა.