გარეცხეთ სოკო, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცოთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით წმინდად. მოხრაკეთ სოკო ხახვთან ერთად ზეთში. როცა სოკო დაიბრაწება, დაუმატეთ გახეხილი ყველი და აურიეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის თევზის ფილე. ჩვენ გამოვიყენეთ ე.წ. „ხეკი“. მოაყარეთ მარილი და პილპილი, გაანაწილეთ ფილეს თითოეულ ნაჭერზე სოკოსა და ყველის მომზადებული გულსართი და გადაახვიეთ რულეტად. დაალაგეთ თევზის რულეტები ღუმელის ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მორთეთ მზა კერძი სალათის ფოთლებით, ლიმონის ნაჭრებით და დაჭრილი ოხრახუშით... გემრიელად მიირთვით!