გაცერით ფქვილი, შეურიეთ ვანილინი. კეფირში გახსენით სოდა და გააჩერეთ 10 წუთი. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად, დაუმატეთ ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ. მიღებული მასას ნელ-ნელა დაუმატეთ კეფირის მასა. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და აურიეთ. ფქვილი აკონტროლეთ, შესაძლოა, დაგჭირდეთ ნაკლები ან ცოტათი მეტი. გააბრტყელეთ ცომი სამუშაო, ფქვილმოყრილ მაგიდაზე 2 სმ სისქეზე. ამოჭერით სასურველი ფიგურები (შეგიძლიათ უბრალოდ წრეები ამოჭრათ ჭიქით). შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, როგორც ოლადები. სუფრასთან მიიტანეთ ფუმფულები არაჟანთან, ჯემთან ან შოკოლადის სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!