დაჭერით წვრილად ხორცი. დაჭერით ბოსტნეული: ხახვი - წრეებად, წიწაკა - ჩხირებად, კომბოსტო წვრილად, პომიდორი მრგვალად, კიტრი - წვრილ ჩხირებად. შეწვით ხორცი, დაუმატეთ ძირა, შემდეგ - ხახვი (ცოტაოდენი გადაინახეთ ბოლოს მოსაყრელად) და მოხრაკეთ, თან ურიეთ. დაუმატეთ სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი, შაქარი და პილპილი. ახლა მოამზადეთ სოუსი: აურიეთ ერთმანეთში ყველა სოუსისთვის განკუთვნილი ინგრედიენტი. გაშალეთ ლავაში, წაუსვით თხლად ცხარე ტომატის სოუსი, გაანაწილეთ ცოტაოდენი კომბოსტო, მოასხით ქარისა და მაიონეზის სოუსი. შემდეგ გაანაწილეთ ხორცისა და ხახვის მასის ნაწილი, მოაყარეთ დაჭრილი კიტრის მწნილი. დაალაგეთ პომიდვრის ნაჭრები, ცოტაოდენი ბულგარული, რამდნიმეცალი ხახვის რგოლი და მოასხით კვლავ მაიონეზისა და ქარის სოუსი. გადაახვიეთ და შეწვით მშრალ, გახურებულ ტაფაზე 1-2 წუთი თითოეულ მხარეს. მზა შაურმა გაჭერით შუაზე და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!