ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზეთი წავუსვათ და ფოლგაში შეფუთული შევდოთ ღუმელში. დაახლოებით 1 საათი საშუალო ტემპერატურაზე გავაჩეროთ. ბადრიჯანი ისე უნდა შეიწვას, რომ კარგად ჩარბილდეს და კანიც იოლად გაეცალოს. ქურიდან გამოღებული ბადრიჯნები შევაგრილოთ, ყუნწით დავიჭიროთ და კანი გავაცალოთ. დაჭრილი ბადრიჯანი, ტაჰინა, წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმონის წვენი, მარილი და პაპრიკა ერთად მოვათავსოთ ბლენდერში და დავაქუცმაცოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას მივიღებთ. სუფრაზე მიტანის წინ შეგვიძლია გავაფორმოთ პაპრიკით, ზეითუნის ზეთითა და ოხრახუშის ფოთლებით. არაბები ბაბაღანუჯს მიირთმევენ თხელ ლავაშსა და პიტასთან ერთად.