შოკოლადის ფხვიერი ნამცხვრები 15 წუთში
დრო 15წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი - 120 გ (გასადნობად)
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 4 ს/კ
  • ფქვილი - 2/3 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
  • შოკოლადი - 150 გ (დასამტვრევად)
  • ვანილი - 1/2 ჩ/კ
მომზადების წესები

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე;
გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
150 გ შოკოლადი დაამტვრიეთ საშუალო ზომის  ნაწილებად.
მიქსერით ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და ვანილის ფქვილი (4 წუთის განმავლობაში).

კარაქთან ერთად გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
ცალკე ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. მას დაუმატეთ შოკოლადის მინანქარი და კარგად მოურიეთ.
მიღებულ ცომს დაუმატეთ შოკოლადის ნატეხები და კვლავ კარგად მოურიეთ.
მოზრდილი კოვზის დახმარებით ცომის ულუფები გაანაწილეთ საცხობ  ჭურჭელზე ერთმანეთისგან  5-7 სმ.-ს დაშორებით და გამოაცხვეთ აირღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
ნამცხვარი შოკოლადი ორცხობილა ნანახია: 1527