მანის ბურღულს შეურიეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი, დაუმატეთ წყალი, აურიეთ და გააჩერეთ 2-3 საათი. თუკი დილით გინდათ გამოაცხოთ, მოამზადეთ ეს მასა წინა საღამოს, გადააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში. გაფუებულ მანის დაასხით ჯერ ზეთი, შემდეგ დაუმატეთ კაკაო, კარგად აურიეთ. დაალბეთ ქიშმიში. შეურიეთ ძირითად მასას გაცრილი გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი. დაუმატეთ გაფუებული, გამშრალი და ფქვილში ამოვლებული ქიშმიში. აურიეთ კარგად. აიღეთ დასაშლელი ფორმა, წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით. ნამცხვრის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გამომცხვარ მანის ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა ან მოასხით მინანქარი. გემრიელად მიირთვით!