მოხარშეთ 4 კვერცხი მაგრად. მოამზადეთ ფარში: ჩაახალეთ 1 უმი კვერცხი, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. წმინდად დაჭერით ოხრახუში და ნიორი და დაუმატეთ ფარშს, ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ. დაჭერით მოცარელა 9 ნაჭრად. დააფინეთ სამუშაო დაფაზე პერგამენტი, ზემოდან გაშალეთ ფენოვანი ცომის ფირფიტა. გაანაწილეთ მასზე ხორცის ფარშის დაახლოებით ნახევარი. მეორე ფენა იქნება მოცარელას ნაჭრები, მესამე - 4 ცალი მოხარშული კვერცხი (მთელ-მთელი), მეოთხე გენა - კვლავ მოცარელას 4 ნაჭერი. დარჩენილი ფარშისგან გააკეთეთ პატარა ლავაშები და დაფარეთ ყველი და კვერცხი. აიღეთ ბასრი დანა. რადგანაც გულსართი ცომისი ფირფიტის შუაშია განაწილებული, გააკაეთეთ ცერა ჩანაჭრელები ცომის კიდეებზე. შემდეგ კი გადაწენით მიღებული ცომის ლენტები. ათქვიფეთ 1 უმი კვერცხი და გადაუსვით ღვეზელს. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. მიირთვით ცხელ-ცხელი.