სოკოს მარინადი
სოკოს მარინადი
დრო 720წთ
ულუფა 1
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოკო - 1 კგ
  • წყალი - 1 ლ
  • მარილი - 3 ს.კ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • ზეთი - 1 ჭ
  • მდოგვის მარცვლები - 1 ჩ.კ
  • პილპილის მარცვლები - 1 ს.კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ძმარი - 4-5 ს.კ
  • ქინძის მარცვლები - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
ქამა სოკოებს ქუდიდან კანი გადავაცალოთ, 4 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ წყალში და მოვათავსოთ ქილაში.

მარინადის ინგრედიენტები, გარდა ძმრისა და ზეთისა, ნახევარი წუთი ვადუღოთ. ჯერ კიდევ თბილ მარინადს დავუმატოთ ზეთი და ძმარი, დავასხათ მოხარშულ სოკოებს, ქილას დავაფაროთ თავსახური და დავაცადოთ შეგრილება ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში.

12 საათის შემდეგ მარინადი მზად იქნება.
ტეგები:
სოკო სუნელები ძმარი მარინადი ნანახია: 9352