მედოკი არაჟნის კრემით
დრო 720წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • კვერცხი - 2 ცალი
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 150 გ
  • თაფლი - 1 ს/კ
  • სოდა ძმრით - 1 ჩ/კ ან გამაფხვიერებელი
  • ფქვილი - 450 გ
კრემი:
  • არაჟანი 27%-30% - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილი
მომზადების წესები

ერთმანეთში შევურიოთ შაქარი და თაფლი ისე, რომ არ შევაჩეროთ თქვეფა, დავუმატოთ კვერცხი. შემდეგ ფქვილში არეული გამაფხვიერებელი. მოვზილოთ რბილი და ელასტიკური ცომი. ცომი გავყოთ 6 თანაბარ ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული და მივცეთ მრგვალი ფორმა. ბისკვიტები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. თითოეულს დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდება. კრემისთვის კარგად ავთქვიფოთ არაჟანი და შაქარი და წავუსვათ ფენებს. ბისკვიტის ჩამონაჭრები დავფხვნათ და მოვაყაროთ ზემოდან. ნამცხვარი სასურველია დავაყოვნოთ მთელი ღამით და შემდეგ გავჭრათ.