პასტა მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. ზეთში შევწვათ დაჭრილი ბეკონი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ერთად მოვშუშოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ, დავუმატოთ ნაღები, მარილი, პილპილი, ყველი. მიღებულ მასას დავუმატოთ ტაფაზე მოშუშული ბეკონი და კვერცხი და დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. ცეცხლს არ ავუწიოთ, თორემ კვერცხი აიჭრება. ამ სოუსში ჩავუმატოთ გადაწურული, ცხელი პასტა და ავურიოთ. გადავიტანოთ თეფშებზე. შეგვიძლია დამატებით მოვაყაროთ ყველი.