კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაწონი, ლიმონის ცედრა და წვენი, ზეითუნის ზეთი, ფქვილში არეული მარილი, გამაფხვიერებელი. ცომი ჩავდოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ 26 სმ დიამეტრის ფორმაში, ზედ დავაწყოთ მსხლის ნაჭრები, მოვაყაროთ შაქარი და 180 გრადუსზე 35-40 წუთი გამოვაცხოთ. გაგრილებულ ნამცხვარს შაქრის პუდრი მოვაფრქვიოთ.