გადაიატანეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ოდნავ გააბრტყელეთ და დაჭერით 6 სწორკუთხედად. შემდეგ კი თითოეულ კვლავ გაჭერით დიაგონალზე. გახეხეთ ყველი, ლორი დაჭერით 12 თანაბარ ნაჭრად. თითოეულ სამკუთხედს წაუსვით ტომატის სოუსი, შემდეგ დაადეთ ფართე მხრიდან ლორის ნაჭერი, მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოაყარეთ ხმელი ბალახები, მარილი და პილპილი გემოვნებით. დაახვიეთ და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე. გადაუსვით კრუასანებს კვერცხი და მოაყარეთ დარჩენილი ხმელი ბალახები. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.