ზაფხულის ჰიტი - მსხლის სალათა
ზაფხულის ჰიტი - მსხლის სალათა
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 1/2 ჭ
  • მსხალი - 2
  • ობიანი ყველი - 50 გ
  • სხვადასხვა სალათის მიქსი - 100 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ
  • ძმარი - 1 ს.კ
  • დიჟონის მდოგვი - 1 ჩ.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ნიგოზი  მოვხალოთ, გავაცალოთ კანი და მსხვილად დავჭრათ.

ძმარი, მდოგვი, მარილი და პილპილი ავურიოთ.  დავასხათ დარჩენილი ზეითუნის ზეთი ისე, რომ თქვეფა არ შევწყვიტოთ.

სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ, ავურიოთ დაჭრილი მსხალი, ნიგოზი,  დაფხვნილი ყველი და მოვასხათ სოუსი.