პამიდორი გავრეცხოთ, გავაშროთ და გავჭრათ შუაზე. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი ან ფოლგა, დავალაგოთ პამიდვრები გაჭრილი მხარით ზემოთ. მოვაყაროთ მარილი და არომატული სუნელები, თუ კი ვიყენებთ. ღუმელი 100 გრადუსზე გავახუროთ და შევდოთ პამიდორი. გამოშრობას დაახლოებით 4-6 საათი დასჭირდება, ღუმლის თავისებურებებისა და პამიდვრის ზომის/წვნიანობის გათვალისწინებით. პამიდორი უნდა იყოს მშრალი, მაგრამ შიგნიდან რბილი. ღუმლის გამორთვის შემდეგ, პამიდორი შიგვე დავტოვოთ გასაცივებლად. ბოლომდე გაცივებული თხლად დავჭრათ, ჩავდოთ ქილაში, დავასხათ ზეთი, თავზე დავაფაროთ და შევინახოთ მაცივარში. ასე მომზადებული პამიდორი მაცივარში თვეების განმავლობაში ინახება.