ღრმა ჯამში აურიეთ ფქვილი, წყალი, 1 კვერცხი და ზეითუნის ზეთი. აუცილებლად დაუმატეთ მწიკვი მარილი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა, წაუსვით ცომს ცოტაოდენი ზეთი და გააჩერეთ 30 წუთი. აიღეთ კიდევ ერთი ღრმა ჯამი და აურიეთ მასში ხაჭი და ერთი კვერცხი. დაუმატეთ დარიჩინი, ცხარე წიწაკა ჩილი და შაქრის პუდრა. მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. გააბრტყელეთ გაფუებული ცომი საკმაოდ თხლად. წაუსვით ცომის ფირფიტას დარბილებული კარაქი. ზემოდან გაანაწილეთ ხაჭოს მასა. ახლა კი ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად. ათქვიფეთ კვერცხი, გადაუსვით რულეტს და მოაყარეთ შაქარი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება. რჩევა: ხაჭო აირჩიეთ ცხიმიანი, რომ ღვეზელი უფრო წვნიანი და ნაზი გამოვიდეს. მზა ღვეზელს მოაყარეთ დარიჩინისა შაქრის ნაზავი. სუფრასთან მიიტანეთ, როცა კარგად გაცივდება. ზოგიერთი მას თაფლს ასხამს, ასე ბოგაცა ბევრად გემრიელია.