დაფხვენით ქარხნული ნამცხვარი („პეჩინია“). ნიგოზი დააქუცმაცეთ ბლენდერით. ნაწილი დაჭერით ბასრი დანით. სქელძირიან ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ შაქარი, თაფლი. დადგით დაბალ ცეცხლზე და შეუჩერებლად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ დაფხვნილი ნამცხვარი, ნიგოზი, ვანილინი, აურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან. თითოეული ვაფლის ფირფიტას წაუსვით ნიგვზისა და თაფლის გულსართი და ააყვეთ ტორტი. დაადეთ ზედ მძიმე საგანი და გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ კი დაჭერით სასურველ ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!