ყველიანი ჩებურეკები
ყველიანი ჩებურეკები
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაგარი სახეობის ყველი - 200 გ
  • ხაჭო - 200 გ
  • კეფირი - 200 მლ
  • შაქარი - 0,5 ჩ/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეთი - 120 მლ
  • სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
მომზადების წესები

მოამზადეთ ცომი. კეფირს დაუმატეთ მარილი, შაქარი და სოდა ძმრით. აურიეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გადაყვიეთ ცელოფანში და გააცერეთ 20 წუთი.
ამასობაში მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ ყველი და დაუმატეთ ხაჭო. შემდეგ დაუმატეთ პრესში გატარებული ნიორი, აურიეთ კარგად. 
გაყავით ცომი 4 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ წრის ფორმაზე, 55 მმ სისქეზე. გაანაწილეთ გულსართი თანაბრად ცომის ფირფიტის ერთ ნახევარზე, გადააფარეთ მეორე ნახევარი და შეუწებეთ კიდეები. ეცადეთ, რომ შებურეკის შიგნით არ დარჩეს ბევრი ჰაერი. შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება.
 

ტეგები:
ჩებურეკი ხაჭო ყველი ნანახია: 2284