მოვხარშოთ კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო, ჭარხალი და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ცალცალკე. გაშლილ თეფშზე პირველ ფენად გახეხილი კარტოფილი დავაწყოთ, კარტოფილს მაიონეზის და არაჟნის ნარევი გადავუსვათ ისე, რომ მთლიანად დაიფაროს, შემდეგ კი წვრილად დაჭრილი მწვანილები, დაჭრილი ქაშაყი, ხახვი, მარილი და წიწაკა დავუმატოთ. მეორე და მესამე ფენად სტაფილო და ჭარხალი გამოვიყენოთ, შემდეგ კვერცხი. დანარჩენი ინგრედიენტების თანამიმდევრობა იგივეა, რაც კარტოფილის შემთხვევაში. სალათას ბოლოს დაჭრილი კამა მოვაყაროთ.